„კავკასიის თასი – 2025“ – სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების 30-ე საიუბილეო საერთაშორისო ტურნირს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, ირაკლი მეძმარიაშვილი შეხვდა მსოფლიოს სპორტული ცეკვების ფედერაციის გენერალურ მდივანს. შეხვედრას საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ესწრებოდნენ. მხარეებმა საქართველოში სპორტული ცეკვების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. „კავკასიის თასი 2025“ 16 მაისს დაიწყო. ლათინურ-ამერიკული ცეკვების პროგრამით, სოლო გოგონების „იუნიორი 2“-ის ქვეჯგუფში გამარჯვებული ნინი გამხუაშვილი გახდა. ამ კატეგორიაში ქართველმა მოცეკვავემ გამარჯვება ისტორიაში პირველად მოიპოვა.