საქართველოს განათლების მინისტრმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ახალგაზრდებს სწავლის დასრულება მიულოცა, განათლებული მომავალი თაობების აღზრდის საქმეში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის როლზე ისაუბრა და პროფესორ-მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდის მნიშვნელობას და უნივერსიტეტების განვითარების მხარდაჭერას.