კავკასიის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო მუსიკოსები გამოავლინეს

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო მუსიკოსები გამოავლინეს. ყოველწლიურად „ფენიქსი“ საუკეთესო მუსიკოსებს და ჯგუფებს 6 ნომინაციაში აჯილდოებს. მათ შორის არის საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო ვიდეო, დებიუტი, წლის არტისტი ან ჯგუფი.

„ფენიქსი“ სათავეს 1990-იანი წლების კავკასიის როკფესტივალებიდან იღებს. ფესტივალის მეშვეობით უკვე შეიქმნა კავკასიის მასშტაბით არსებული სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის მონაცემთა ბაზა.

ღონისძიების მიზანი კავკასიის რეგიონში მდებარე ქვეყნებში მცხოვრები მუსიკოსების დაახლოებაა.