კავკასიის ექსპოზიცია – სიახლე თბილისის ახალ ზოოპარკში

21:50, 10.08.2026

ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო, დიდი ვოლიერები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა – თბილისის ახალი ზოოპარკი სატესტო რეჟიმში გახსნილია. დასრულებულია კავკასიური სივრცის მოწყობა. ვოლიერებში კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები – ჯიხვები, ირმები, ნიამორები და სხვა სახეობები უკვე ბინადრობენ. იგეგმება აფრიკული ნაწილის დასრულებაც. წლების შემდეგ თბილისის ზოოპარკში ჟირაფები დაბრუნდებიან. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები. თბილისის ახალი ზოოპარკი ოფიციალურად შემოდგომაზე გაიხსნება.

მსგავსი