„კავკასიის არწივი 2026“ დასრულდა
მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ დასრულდა. სამი ქვეყნის ერთობლივი პრაქტიკული სწავლებები ბოლნისში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის საპარაშუტე მომზადების სკოლასა და მუხროვანში მიმდინარეობდა. სწავლების ფარგლებში პირობით ობიექტზე კომბინირებული რეიდები განხორციელდა, საცეცხლე მხარდაჭერით მოიერიშე ჯგუფებმა კი შენობის წმენდა განახორციელეს. მონაწილეებმა შეისწავლეს საინჟინრო აფეთქება და მოწინააღმდეგის განეიტრალება.