კათოლიკური სამყარო რომის პაპის გარდაცვალებას გლოვობს

კათოლიკური სამყარო რომის პაპის გარდაცვალებას გლოვობს. გუშინ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. მრევლი შეიკრიბა ბუენოს-აირესის ეკლესიაშიც, სადაც პონტიფიკოსი გაიზარდა და განათლება მიიღო. არგენტინაში შვიდ-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. მსოფლიოს ბევრ ქალაქში გლოვის ნიშნად დაშვებულია დროშები. პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და სამძიმრის წერილებს ავრცელებენ მსოფლიო ლიდერები, მსახიობები, მომღერლები. იტალიაში გადაიდო საფეხბურთო მატჩები. მრევლმა ფრანცისკე ბოლოს, 20 აპრილს აღდგომის დღესასწაულზე იხილა, როდესაც პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოჩნდა და მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.