კათოლიკური სამყარო ახალი პაპის არჩევის მოლოდინში 

ვინ გახდება რომის 267-ე პაპი – კათოლიკური სამყარო ახალი წინამძღოლის მოლოდინშია.

ახალი პონტიფიკოსის ასარჩევად ვატიკანში შეკრებაზე ხმის მიცემის უფლების მქონე 133 კარდინალია მიწვეული. კონკლავი მკაცრად იზოლირებულ გარემოში სიქსტის კაპელის დარბაზში მიმდინარეობს, სადაც შესვლა არავის შეუძლია. არჩევნების მიმდინარეობისას ინფორმაციის ერთადერთი წყარო არის კვამლი, რომელიც სიქსტის კაპელის თავზე ბუხრის საკვამურიდან, ბიულეტენების მორიგი პარტიის დაწვის შემდეგ ამოდის, თუ კვამლი შავია, ესე იგი კონკლავი ვერ შეთანხმდა და კენჭისყრა გრძელდება.

მომავალ პონტიფიკოსად საერთაშორისო მედია რამდენიმე კარდინალს ასახელებს, მათ შორის პაპად არჩევის ყველაზე დიდი შანსი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის აქვს – ქეთი ჩოხელი ადევნებს თვალს კონკლავს.