რომის ახალი პაპი არჩეულია. კონკლავს არჩევანის გასაკეთებლად დღენახევარი დასჭირდა. რამდენიმე წუთის წინ სიქსტეს კაპელას საკვამურიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ 70 ქვეყნის 133-მა კარდინალმა შეთანხმების მიღწევა მოახერხა. ვინ გახდა კათოლიკური სამყაროს ახალი წინამძღოლი – ის უახლოეს საათებში წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე წარდგება. გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ ხმების მინიმუმ ორი მესამედის მოგროვებამდე ჯამში კენჭისყრის ოთხი რაუნდი გაიმართა.