კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობებიან უწმინდესის ნათლულები

ილია მეორე 50 000-მდე ბავშვის ნათლია იყო. ცოტა ხნის წინ ქვეყნის სულიერი წინამძღოლის მიერ მონათლულებმა ავლაბრის მეტროდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა მოაწყვეს და პატრიარქის ხსოვნას უკანასკნელი პატივი მიაგეს.

2008 წელს სწორედ უწმინდესმა და უნეტარესმა ჩაუყარა საფუძველი საყოველთაო ნათლობას. 18 წლის წინ, 19 იანვარს, ნათლისღების დღეს გამართული ცერემონია ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ეს იყო შობადობის მაჩვენებლის გასაზრდელად და ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიღებული გადაწყვეტილება. პატრიარქის ნათლულები ხდებოდნენ ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები. ჩვილთა ნათლობის ცერემონია წლის განმავლობაში რამდენჯერმე ტარდებოდა. ერის სულიერი მამა რიტუალის შემდეგ თითოეულ მათგანს ლოცავდა და აკურთხებდა.