კათოლიკოს-პატრიარქმა ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო

12:28, 13.11.2026

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ. სტუმრებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უმასპინძლა. შეხვედრის მონაწილეებმა შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრება პირადად მიულოცეს. პატრიარქის განცხადებით, ეროვნული ნაკრების დიდი გულშემატკივარია და საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მზად არის მათთან შესახვედრად.

მსგავსი