კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს პატრიარქი. „უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით. ღმერთმა მოიხსენოს ჯამბულ ბერულავა, გიორგი გაბროშვილი, ამირან მეგრელიშვილი, ნოდარ ბერია, გია ძაგნიძე, გუჯუ დარჯანია და ყოველნი სამშობლოსათვის აღსრულებულნი. ყოვლადწმინდა სამებამ მარადიული სამყოფელი სავანესა მართალთასა განუწესოს მათ უკვდავ სულებს, ხოლო ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივართ მომადლოს მათთვის ლოცვის ძალა“, – აღნიშნულია ილია მეორის წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.