კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო წირვა

კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო წირვა და ქადაგება ტრადიციულად სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ილია მეორემ შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და მსუბუქი ნარკოტიკის, მარიხუანის მოხმარების დაშვებაზე ისაუბრა. პატრიარქმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი შეცდომა უწოდა.