დამშვიდობება პატრიარქთან - ილია მეორეს პატივი მიაგეს სხვადასხვა ქვეყნებიდან დელეგაციებმა
სამების საკათედრო ტაძარში წირვა დილის 9 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება წმინდა სინოდის წევრებთან ერთად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ ჩაატარა. მოგვიანებით კი მსოფლიო პატრიარქის მონაწილეობით, წესის აგების მსახურება შესრულდა. მსახურების დასრულების შემდეგ, შეკრებილები სიტყვით გამოვიდნენ. სამების საკათედრო ტაძარში წირვას სასულიერო პირებთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ტაძარში იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები.