კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღე

კათოლიკოს-პატრიარქი დილიდან მილოცვებს იღებს. მის უწმინდესობას დაბადების დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა, – „ჩვენი პატრიარქის ღვაწლი, ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში, ფასდაუდებელია. „ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას მილოცვაში.

ილია მეორეს 87 წლის შესრულება მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემაც. საპატრიარქოში მისალოცად მივიდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

დატოვე კომენტარი