კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის ხსენების დღე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ილია მართლის, ილია თეზბიტელისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დილიდან საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ და სხვადასხვა ეპარქიების ეპისკოპოსებმა და სამების მღვდელმთავრებმა აღავლინეს. სასულიერო პირებმა და მრევლმა დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრეს.