კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება – საზეიმო წირვა სვეტიცხოველში
საქართველოსთვის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღი კიდევ ერთ ისტორიულ და უნიკალურ დატვირთვას იძენს.
ანდრია პირველწოდებულის ხსენების და ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან ერთად, 12 მაისი საქართველოს ისტორიაში, დღეიდან 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების თარიღია. ისტორიულმა მოვლენამ, რომელიც ბოლოს 49 წლის წინ მოხდა სვეტიცხოველში უამრავი ადამიანი შეკრიბა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მწყემსმთავრის ინტრონიზაციის ცერემონიაში მონაწილეობისთვის, მცხეთაში მრევლი მთელი საქართველოდან ჩავიდა. ცერემონიას ესწრებოდა წმინდა სინოდი, სამღვდელოება და მონაზონთა დასი. უწმინდესისა და უნეტარესის, შიო მესამის აღსაყდრებას სრულიად საქართველო იმედით ხვდება. სურვილი ერთია: გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის სულიერი მემკვიდრეობა, რომელიც საკუთარი გამორჩეული პატრიარქობით ქვეყანას, უწმინდესმა ილია მეორემ დაუტოვა. სასულიერო პირები და მრევლი უდიდესი პასუხისმგებლობით გამორჩეულ საქმეში, ერის ახალ სულიერ წინამძღოლს სრულ თანადგომას და მხარდაჭერას უცხადებენ.