საფრანგეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს. ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მთელი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში, საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში.