პატრიარქი - უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, რომელიც კონტროლქვეშ ამყოფებს სტიქიურ მოვლენებს

“ჩვენ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს ამ სტიქიურ მოვლენებს,”  – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა.

ჭუბერში მომხდარ ფაქტზე უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისზე ისაუბრა.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი სტიქიური მოვლენებისაგან.