კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე საპატიო და ამავე დროს, რთული მისიის შესრულებას იწყებს

21:31, 12.05.2026

ქვეყნის ახალი სულიერი წინამძღოლი საპატიო და ამავე დროს, მძიმე მისიის შესრულებას იწყებს.

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის ახალ ეტაპზე საუბრის დროს ხშირად უსვამენ ხაზს, რომ უნდა გაგრძელდეს 141-ე პატრიარქის, ილია მეორის გზა და განსაკუთრებულად უნდა მოუფრთხილდნენ მემკვიდრეობას, რომელიც მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ეპოქალური მოღვაწეობით შეიქმნა. დღეს ისტორიული ქალაქი სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანებით იყო სავსე – ისევე როგორც 1977 წელს, როცა საქართველოს ეკლესიის 141-ე მეთაურის ინტრონიზაცია გაიმართა. შიო მესამე, რომელიც ილია მეორემ სიცოცხლეშივე გამოარჩია და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ წარადგინა, მილოცვებს იღებს. ერი და ბერი დარწმუნებულია, რომ ახალი პატრიარქი ღირსეულად, ერთგულად და სიყვარულით ემსახურება ეკლესიას და ქვეყანას და განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ხალხში რწმენის განმტკიცებაში, მშვიდობის დამკვიდრებასა და ერის გამთლიანებაში. როგორც მილოცვებში, ისე აღსაყდრების ცერემონიის დროს, არაერთხელ ახსენეს ილია მეორის განსაკუთრებული ღვაწლი და დამსახურებები.

მსგავსი