კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილი

ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად. აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულების საოხად, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაუმკვიდროს პავლეს, გიორგის, ელგუჯას, გოგი-გიორგის, მირზასა და ბესარიონის უკვდავი სული. ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ. იმქვეყნად წასულთ კი ლოცვითა და ღვთის სათნო საქმეებით შევეწიოთ”, – აღნიშნულია წერილში.