კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

12:21, 03.07.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს შეხვდა. ელჩმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცა და საფრანგეთის მთავრობის მილოცვა პირადად გადასცა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმარს საიუბილეო ჯვარი გადასცა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა.

მსგავსი