კათოლიკოს-პატრიარქი ილია II -1933-2026 – ვითარება სამების ტაძართან

21:40, 21.03.2026

სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის უამრავი ადამიანია შეკრებილი და ყველა ელოდება, რომ შეძლოს სამოქალაქო პანაშვიდზე შესვლა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისთვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები. კვირას, დილის 8:00 საათიდან კი ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით. წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე.

მსგავსი