კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია დასრულდა - ჩართვა სვეტიცხოვლიდან

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის ინტრონიზაცია დასრულდა. ახალარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების ცერემონია საზეიმო წირვით დაიწყო, რომელსაც წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები აღასრულებდნენ. ინტრონიზაციის ცერემონიას სასულიერო პირებთან ერთად, სხვა მოქალაქეებიც დაესწრნენ.

ნათია ქენქაძის ჩართვა სვეტიცხოვლიდან #მოამბე