პოლიტიკოსები შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ შიო მესამე შეძლებს ერის გაერთიანებასა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციასა და ფასეულობებს. შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთვისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე გახდა.
49 წლის შემდეგ ისტორიული ცერემონია, 142-ე პატრიარქის ინტრონიზაცია, გუშინ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა. აღსაყდრების საზეიმო მსახურება სინოდის წევრების მონაწილეობით ჩატარდა. საზეიმო წირვის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქის რანგში შიო მესამემ მრევლს პირველი ქადაგებით მიმართა.