კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს

12:31, 17.04.2022

კათოლიკეებისთვის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს წინ უძღოდა 40-დღიანი მარხვა. ამ დღისთვის კათოლიკე ეკლესია განსაკუთრებულად ემზადება. დიდ შაბათს არის სიჩუმის დღე, მორწმუნეებს სჯერათ, რომ სწორედ შაბათის ღამეს ქრისტე მობრუნდა ჯოჯოხეთიდან და მკვდრეთით აღდგა. ტაძარში შეკრებილებს საქართველოს მთავრობის სახელით დღესასწაული მიულოცა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.

მსგავსი