„კატინი - დღე განსაკუთრებულად დაიწყო“

გამოფენა კატინის ტრაგედიაზე.

საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში სმოლენსკის რაიონში მდებარე კატინის ტყეში საბჭოთა რეჟიმის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაწამები 22 000 პოლონელის ისტორია გაცოცხლდება. საექსპოზიციო დარბაზში პოლონეთიდან ჩამოტანილი უნიკალური დოკუმენტური მასალებია წარმოდგენილი. მათ შორისაა პოლონელი ტყვეების მიერ სიცოცხლის ბოლო წუთებში გაკეთებული ჩანაწერები და სამხედროების პირადი ნივთები.