კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე

კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღე აღინიშნა ზოოპარკში.

ღონისძიების მიზანი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების გაზრდაა. გაიმართა საგანმანათლებლო თამაშები მოზარდებისთვის. მონაწილეობა 50-ზე მეტმა უფროსკლასელმა მიიღო. ღონისძიების ორგანიზატორი გაეროს განვითარების პროგრამაა.