კატალონიის რეგიონული ლიდერის არჩევამდე რვა დღე დარჩა

კატალონიის რეგიონული ლიდერის არჩევამდე რვა დღე დარჩა. ავტონომიური პარლამენტის სპიკერმა მეთაურის პოსტზე კატალონიის მთავრობის ყოფილი ლიდერი, კარლეს პუიჩდემონი წარადგინა.

გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც კატალონიის ოპოზიციის მხრიდან, ასევე ესპანეთის მთავრობისგან.

თუ პუიჩდემონის კანდიდატურას კენჭს უყრიან, ოფიციალური მადრიდი 155-ე მუხლის გახანგრძლივებას აანონსებს, რაც კატალონიის ავტონომიის გაუქმებას გულისხმობს.