კატალონიის განმეორებითი არჩევნები

ჩრდილოეთის ვენეციად წოდებულ, ბელგიის ქალაქ ბრიუგეში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, ერთ-ერთი ხვალინდელ დღეს განსაკუთრებით ელოდება. ამ დღეს მის ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. იგი ყოფილი ჟურნალისტი, გაზეთის რედაქტორი და კატალონიის ავტონომიური მთავრობის ყოფილი ლიდერია. მან ცოტა ხნის წინ კატალონიის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადება თვითნებურად გადაწყვიტა. დაპატიმრებული თანამებრძოლებისგან განსხვავებით, იგი თავისუფალია. ეს კარლეს პუიჩდემონია, – 54 წლის პოლიტიკოსი, რომლის ბედი სწორედ კატალონიის რეგიონულ არჩევნებზეა დამოკიდებული.