კატალონიაში წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა

კატალონიაში წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა. რეგიონული არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება. წინასწარი გამოკითხვებით, ვადამდელ რეგიონულ არჩევნებში მაღალი აქტივობაა მოსალოდნელი. კვლევების თანახმად, 5 მილიონ-ნახევარი ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობას 80% გეგმავს.

თუ წინასწარი გამოკითხვა გამართლდა, ესპანეთის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება. კვლევების მიხედვით, გამარჯვების შანსი თანაბრად აქვთ როგორც ესპანეთის ერთიანობის მომხრე „მოქალაქეთა პარტიას”, ასევე კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებს.

კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ბრიუსელში იმყოფება. მის წინააღმდეგ ესპანეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პუიჩდემონმა საკუთარ ამომრჩევლებს კატალონიაში პირდაპირი ტრანსლაციის დროს მიმართა.