კატალონიაში საყოველთაო გაფიცვაა - აქციის მონაწილეებმა საავტომობილო და სარკინიგზო გზები გადაკეტეს

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვაა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო და სარკინიგზო გზები გადაკეტეს. საყოველთაო გაფიცვის ორგანიზატორები დამოუკიდებლობის მომხრე პროფკავშირები არიან.

კატალონიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, გაფიცვის მონაწილეებმა ათობით ქუჩა გადაკეტეს, მათ შორის საფრანგეთისა და ესპანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი. ჯერ ბარსელონაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხების გარეშე მუშაობს. ამასთან, დღის განმავლობაში რამდენიმე აქციაა დაგეგმილი.

გაფიცვის მონაწილეები რეგიონული მთავრობის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუიჩდემონისა და მისი გარემოცვის ოთხი წევრის თანამდებობიდან გადაყანებისა და დაკავების ფაქტს აპროტესტებს.