კატალონია არჩევნების შემდეგ

რიგგარეშე რეგიონულმა არჩევნებმა კატალონიის კრიზისი მაინც ვერ დაასრულა. უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობის ფონზე პარტიებს შორის ყველაზე მეტი ხმა – 25 % კატალონიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეთა პარტიამ მიიღო. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას მაინც რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე სამი პოლიტიკური პარტიის კოალიაცია დააკომპლეტებს. ცალ-ცალკე ვერა, თუმცა ერთობლიობაში მათ უფრო მეტი მანდატის მოპოვება შეძლეს. ეს პარტიები ცოტა ხნის წინ ავტონომიური მთავრობის კოალიციურ ძალას წარმოადგენდნენ. ახლა მთავარ ინტრიგად რჩება, როგორ მოიქცევა კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი, რომლის წინააღმდეგ  სისხლის სამართლებრივი დევნა გრძელდება.