კატალოგის პრეზენტაცია

„პირველი ქართული ფონოჩანაწერები ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებიდან“, – ამ სახელწოდების ორენოვანი ნაშრომის პრეზენტაცია გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

კატალოგი ანზორ ერქომაიშვილის მიერაა შედგენილი და მასში ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში დაცული ფირფიტებისა და საარქივო კარტოთეკათა ნომრები, სიმღერების დასახელებები, შემსრულებელთა გვარები და ჩაწერის თარიღებია შეტანილი. კატალოგი ანზორ ერქომაიშვილის ერთ-ერთი უკანასკნელი ნაშრომია, რომელიც გამოსაცემად თავად მოამზადა, თუმცა ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელება ვერ მოასწრო.