კათალიკოს-პატრიარქის სამძიმარი

12:22, 27.06.2026

ინგუშეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს. „პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად. ამ საერთო ტკივილმა ჩვენი გულები გააერთიანა და მწუხარებასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რა ძალა აქვს ადამიანთა თანადგომასა და ერთობას. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა. გვჯერა, ხიზირის თავდადებული საქციელი და ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში დარჩება მოყვასის სიყვარულისა და თავგანწირვის გამორჩეულ მაგალითად. უფალმა მოგმადლოთ ნუგეში, მხნეობა და სულიერი ძალა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

მსგავსი