კათალიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ილია მეორე რისმაგ გორდეზიანის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ როგორც საქართველოს, ისე  საერთაშორისო ჰუმანიტარულ მკვლევართა რიცხვს გამოაკლდა დიდი მეცნიერი, დიდი პედაგოგი, დიდი განმანათლებელი და გამორჩეული ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული დიდი პიროვნება. წერილში ვკითხულობთ:

„ფრიად ვწუხვართ მისი გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს, ყველას, ვისთანაც იგი თანამშრომლობდა და ვისთვისაც ძვირფასია ამ შესანიშნავი ადამიანის ღვაწლი და შრომა. მოხარული ვართ, რომ მას ბოლო წლებში ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოსთანაც. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი რისმაგის სულისათვის, რათა უფალმან სავანესა თვისსა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ძალა მარადისობაში დასამკვიდრებლად ბატონი რისმაგისთვის ლოცვითი შეწევნისა,“ – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

რისმაგ გორდეზიანი საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს