კასპში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

კასპში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია ერთი პირი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცი საკუთარმა ძმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის წარსულში ნასამართლევია. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით.