კასპში აგურის ქარხანა შენდება

ესპანური კომპანია „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით კასპში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების აგურის ქარხანას აშენებს.

კერამიკული პროდუქციის საწარმოს მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი და საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

საწარმო ყოველწლიურად 120 ათას ტონა აგურს გამოუშვებს და 50-მდე ადგილობრივს დაასაქმებს.