„კარმინა ბურანა“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
საბალეტო დასი, ოპერის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი სცენაზე – ხვალიდან ოთხი დღის განმავლობაში ოპერის თეატრში კარლ ორფის „კარმინა ბურანას“ წარმოადგენენ. ერთმოქმედებიანი ბალეტის ქორეოგრაფია ახალგაზრდა ქორეოგრაფ ილია ჟივოის ეკუთვნის. დადგმის პრემიერა თბილისში ფრანკფურტის მსოფლიო პრემიერიდან თითქმის საუკუნის შემდეგ, 2022 წელს გაიმართა, რის შემდეგაც ქართული საბალეტო დასი ტურინის ოპერის თეატრში წარდგა.
სპექტაკლი კარლ ორფის სასცენო კანტატას ეფუძნება. ნაწარმოების მსოფლიო პრემიერა 1937 წელს გერმანიაში შედგა. ტექსტის ეროტიკული შინაარსის გამო გამოთქმული სკეპტიციზმის ფონზე, დადგმამ გერმანიის მასშტაბით განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.