ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი თანამდებობას ტოვებს.
ქვეყანაში შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. მან კანცლერის პოსტიდან და სახალხო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სამთავრობო კოალიციის ფორმირებაზე სამ პარტიას შორის სექტემბერში დაწყებული მოლაპარაკებები ჩაიშალა. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი არჩევნებში გამარჯვებული ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის გარეშე კოალიციის ჩამოყალიბება იყო.