კარლ ლაგერფელდი

მოდის სფეროში კარლ ლაგერფელდის ეპოქა დასრულდა.

მსოფლიო ცნობილ გერმანელ დიზაინერს და შანელის მოდის სახლის კრეატიულ დირექტორს ემშვიდობება.

ათეული წლის განმავლობაში სწორედ ის იყო მსოფლიო მოდის ტენდენციების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი. ლაგერფელდთან თანამშრომლობდნენ და მის მიერ შექმნილ სამოსს ირგებდნენ ცნობილი ვარსკვლავები, რომლებიც ხშირად მისი ინსპირაციის წყაროც ხდებოდნენ. მათ შორის იყვნენ კირა ნაითლი და სინდი კროუფორდი.

არანაკლები პოპულარობით სარგებლობს მის მიერ დაარსებული საკუთარი მოდის სახლიც. „ჩემი საქმე იქნება, ვაკეთო არა ის, რასაც ის აკეთებდა, არამედ რასაც ის გააკეთებდა“,-ამ სიტყვებით დაიწყო ცნობილმა დიზაინერმა შანელის მოდის სახლის მართვა.