კარლ ჰარცელის შეფასება

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, საქართველოს პირველმა არხმა დღეს ევროკავშირის ელჩი ჩაწერა. კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ მას გულწრფელად სჯერა, რომ შეთანხმებამდე მისვლა შესაძლებელი იქნება.

მისი თქმით, შეთანხმების მისაღწევად ყველა მხარის მონდომებაა საჭირო. ამასთან, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმების მისაღწევად, მხარეებს ბევრი დრო არ დარჩათ. მოლაპარაკების მესამე რაუნდის თარიღი ჯერ ისევ უცნობია.