ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა. კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი ეს მხარდაჭერის პაკეტი ყველაზე დიდია ევროკავშირის მიერ ერთ სულ მოსახლეზე განხორციელებული დახმარების თვალსაზრისით და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატული სოლიდარობის მანიშნებელია.