კარლ ჰარცელის განცხადება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს. მისი თქმით, ისინი მზად არიან, განსაზღვრული ნაბიჯები გადადგან და კომპრომისზე წავიდნენ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა იქნება ევროკავშირის ნაბიჯი იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება არ შედგება, ჰარცელმა აღნიშნა, რომ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი.