კარლ ჰარცელის განცხადება

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი განცხადებით, პარლამენტარებს ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.

მისი თქმით, შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, სხვადასხვა რეკომენდაციები ჰქონდა ვენეციის კომისიას, რაც არ შესრულდა. რაც შეეხება პარლამენტში დასახელებული კანდიდატების მოსმენის პროცესს, ამას კარლ ჰარცელი პოზიტიურად აფასებს.