კარლ ჰარცელის განცხადება

საქართველოს მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი ევროკავშირის ელჩმა გააკეთა. კარლ ჰარცელის განცხადებით, პროცესი კარგად მიდის და ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მოსაზრებას, სავარაუდოდ, მომდევნო თვეში წარადგენს.