კარლ ჰარცელი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმება

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, რომელიც გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.

„მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც საახალწლოდ საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა. ნება მომეცით, ამავდროულად, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნის მნიშვნელობას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა „ტვიტერის“ გვერდზე.