კარლ ჰარცელი პარლამენტთან გამართულ აქციებს ეხმაურება

15:18, 28.06.2019

თბილისში აქციის დაშლისა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე მორიგ განცხადებას აკეთებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში. კარლ ჰარცელი ამბობს, რომ დედაქალაქში მომხდარ უსიამოვნო ფაქტებზე აუცილებელია რეაგირება.

დიპლომატი მიესალმება გამოძიებაზე არსებულ მზაობას და პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობას. მისივე თქმით, განვითარებულ მოვლენებს დეტალურად სწავლობს ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობაც. ელჩი ასევე მიესალმება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივას.

მსგავსი