კარლ ჰარცელი ფოთში

25 ივნისი მეზღვაურის საერთაშორისო დღეა.

საზღვაო აკადემიის ახლად გახსნილ ფილიალს – ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრს, – ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ეწვია. დიპლომატმა, ცენტრში არსებული 13 ლაბორატორია დაათვალიერა, შეხვდა მომავალ მეზღვაურებს, აკადემიის კადეტებს, დაესწრო ნიკო ნიკოლაძის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას და ქართული საზღვაო განათლების ისტორიის შესახებ შექმნილი ილუსტრირებული წიგნის პრეზენტაციას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა კარლ ჰარცელს სიმბოლურად მეზღვაურის წიგნაკი გადასცა.