„კარიერული განვითარება საპოლიციო სისტემაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

„კარიერული განვითარება საპოლიციო სისტემაში“ თბილისი კიდევ ერთ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობ, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრებსა და აკადემიებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება, ასევე, პოლიციელთათვის პროფესიული განათლების გაუმჯობესება.

ღონისძიების ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოდან, ავსტრიიდან, ლიტვიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ექსპერტები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული მოდელის თანახმად, პოლიციელთა კარიერული განვითარებისა და პროფესიული საპოლიციო სწავლების მიმართულებით პრეზენტაციებს წარადგენენ.