კარგი მთავრობის ინდექსი

12:14, 01.06.2026

ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის ინდექსი (2026) გამოაქვეყნა – საქართველომ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 60,3% მიიღო, გლობალურ რეიტინგში 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების სამეულში იკავებს ადგილს. ამ რეიტინგით საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. ევროპაში მოწინავე ადგილებს ნორვეგია, დანია, ფინეთი და შვედეთი იკავებს, ბოლო პოზიციებზე კი ბოსნია-ჰერცოგოვინა, უკრაინა, რუსეთი და მოლდოვაა.

კარგი მთავრობის ინდექსი მთავრობებს აფასებს 35 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება შვიდ ფაქტორში: ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, კეთილსაიმედო კანონები და პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები, ფინანსური მეურვეობა, მიმზიდველი ბაზარი, გლობალური გავლენა და რეპუტაცია, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება.

მსგავსი